Friday, June 20, 2014

პროექტი

პროექტის სათაური
1921 წლის 25  თებერვალი ქართულ რეალობაში
პროექტის მთავარი იდეა
ქართლის მარადი ჭირის გააზრება; მოდერნიზებული რუსული იმპერიის სამსახურში ქართველები
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ–ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის დროს), რესურსების ორგანიზება, ცოდნის მობილიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები
ანალიტიკური,შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება
მონაწილეთა ასაკი
14–15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა, თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება და შეფასება. აგრეთვე სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, მარო მაყაშვილი ლექსები და დღიური, ანა ფრანკის დღიური, კოტე მაყაშვილის ლექსები, კ.გამსახურდიას პუბლიკაცია 1921 წლის 25 მაისის გაზეთ „სოციალისტ–ფედერალისტში“ (სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს);  კ.გამსახურდიას „დიდი იოსები“, იუნკერთა მოწყალების დები;დოკუმენტური ფილმი „1921 წლის 25 თებრვალი“; პრეზენტაცია „ქართლის მარადი ჭირი“.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება  „ 1921 წლის 25 თებერვალი რატომ უნდა გვახოვდეს?“

ჯგუფები მითითებულ დავალებებთან დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში.
აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა 
აქტივობა 3. კითხვარი  „რა ვიცი 1921 წლის 25 თებერვალზე?“ მომზადება ინტერვიუსათვის.
აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით.
აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა ბლოგზე.
აქტივობა 6.პრეზენტაციის მომზადება თემაზე “1921 წლის 25 თებერვალი ქართულ ლიტერატურაში“
აქტივობა 7. გაცნობა „ანა ფრანკის დღიურის“  და „მარო მაყაშვილის დღიური“

აქტივობა 8. დებატები თემაზე „ ქართული ხასიათის ორი პოლუსი- სტალინი და იუნკერები“

დებატების შეჯამება და რეზიუმეს წარმოდგენა წერილობითი სახით, რომელიც ბლოგზე განთავსდება.

აქტივობა 9. მომზადებული პრეზენტაციების პრეზენტირება, შეჯამება და პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.

აქტივობა 10. დისკუსია თემაზე: „ვის მხარეს დადგებოდით განწირული იუნკერებისა თუ ოკუპანტების გვერდით“

დისკუსიის შეჯამება.

აქტივობა 11. გამოფენა -პრეზენტირება
პროექტის განხორციელებისას შექმნილი პროდუქტების.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ქართული ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება,
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
აზა კორძახია
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

1 comment:

  1. თემა კარგად არის შერჩეული. დავარწმუნებთ კი; ზოგ შემთხვევაში ოჯახი მეტს ახერხებს

    ReplyDelete